მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით ქალაქის რამდენიმე უბანი გამწვანდება
რუსთავის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით ქალაქის რამდენიმე უბანი გამწვანდება

რუსთავის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით ქალაქის რამდენიმე უბანი გამწვანდება

იმედი|imedinews.ge

რუსთავში გამწვანების მასშტაბური აქციები მოეწყობა, ამისთვის ქალაქს ხე-მცენარეების საკუთარი რესურსი აქვს, რომელიც ,,რუსთავსერვის ცენტრის” სანერგე მეურნეობაშია დაკალმებული და გაზრდილი. რუსთავის სანერგე მეურნეობა, ქალაქის გარეუბანში, ბუნებრივ ჭალაში 2 ჰექტარზეა გაშენებული და აბსოლუტურად მწვანე ლანდშაფტს ქმნის. სანერგეში 64 სხვადასხვა სახეობის, 7000 ათასამდე ხე-მცენარეა.

„ეკოლოგია რუსთავის ისტორიული პრობლემაა, ამ გამოწვევის დასაძლევად, აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად, მაგრამ კანონის გამკაცრების და ემისიების შემცირების პარალელურად, ქალაქის ენდემური ფლორის აღდგენა-გამდიდრებაა საჭირო. ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, ეკოსისტემის გაუმჯობესების უმთავრესი და უტყუარი გზაა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ რუსთავის ეკოსისტემა უკეთესობისკენ შევცვალოთ და ეს შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქალაქში გამწვანების მასშტაბურ აქციებს ვგეგმავთ. ჭალის ტყის განაშენიანება უკვე დაწყებული გვაქვს. ჩვენს სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი მცენარეებით კი ძალიან მალე, რუსთავის რამდენიმე უბანში გავაჩენთ ახალ მწვანე სივრცეს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მხოლოდ მიმდინარე წელს, რუსთავის სანერგე მეურნეობაში 4000 ხე-მცენარე დაკალმდა, ტერიტორიაზე მოწყობილია სასათბურე მეურნეობაც, სადაც პროფესიონალი ფლორისტები არიან დასაქმებულნი. აქვე ინახება ჭალის ტყეების განაშენიანების პროექტისთვის შეძენილი ნერგებიც. ჭალის ტყეების განაშენიანების პროექტი, რომელიც 320 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია. პარალელურად, რუსთავის მერიას ქალაქის გამწვანების საერთო სტრატეგიაც აქვს შემუშავებული და დარგვის სეზონის დასრულებამდე, ქალაქის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით, რუსთავის რამდენიმე უბანი გამწვანდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა

იმედი

ჯორჯია მელონი: არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის სივრცეები მოწამლოს

ჯორჯია მელონი: არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის სივრცეები მოწამლოს

იმედი

პედრო სანჩესი: ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა. ძალადობა არასდროს არის სწორი გზა

პედრო სანჩესი: ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა. ძალადობა არასდროს არის სწორი გზა

იმედი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება

იმედი