მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიბს-ში გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი გაიხსნა
დიბს-ში გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი გაიხსნა

დიბს-ში გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი დაიწყო. კურსი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და გენერალური ინსპექციის უფროსმა დავით ლომიძემ გახსნეს.

კურსის გახსნას დაესწრნენ და სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორმა, პოლკოვნიკმა მუსტაფა აშკინმა და საქართველოში ამერიკის სამხედრო ჯგუფის უფროსის მოადგილემ, მაიორმა რიჩარდ გარსიამ. კურსის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას მათ თავდაცვის სამინისტროს გამართულად ფუნქციონირებაში გენერალური ინსპექციის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ერთკვირიანი კურსი მიზნად ისახავს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებას, კანონით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად შესასრულებლად. კურსის მომხსენებლები თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სწავლების პროცესში მონაწილეობას იღებს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი. ასევე, დისტანციური ჩართვები განხორციელდება აშშ-ის არმიის გენერალური ინსპექტორის სკოლიდან და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექტორის ოფისიდან. ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე, მოლაპარაკებების სტრატეგიებსა და დეესკალაციის უნარებზე პროფესორი ზურაბ მხეიძე მოხსენებას წარმოადგენს.

გენერალური ინსპექციის პერსონალის მეორე კურსი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანამშრომლობით ტარდება. სწავლების სრულ კურსს გადის გენერალური ინსპექციის 15 თანამშრომელი, რომლებიც პროგრამის დასასრულს შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანიის წაგებული მთავრობა და რჩევა თბილისიდან - სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევას საკუთარ პრობლემებზე სწორება სჯობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დანიის წაგებული მთავრობა და რჩევა თბილისიდან - სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევას საკუთარ პრობლემებზე სწორება სჯობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ირაკლი ნადარეიშვილი: ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში

ირაკლი ნადარეიშვილი: ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში

იმედი

ევროკომისია რუსული ნავთობის იმპორტს არ კრძალავს - როდის მიუბრუნდება ბრიუსელი საკითხის განხილვას, ცნობილი არ არის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისია რუსული ნავთობის იმპორტს არ კრძალავს - როდის მიუბრუნდება ბრიუსელი საკითხის განხილვას, ცნობილი არ არის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ათეულობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და უარი გირაოს გადახდაზე - რატომ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ელენე ხოშტარიას და როგორ ცდილობს ოპოზიცია კანონდამრღვევის პოლიტპატიმრად წარმოჩენას. „ქრონიკის“ სიუჟეტი