მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ

იმედი|imedinews.ge

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

სამხედრო მოსამსახურეები, ამჯერად, სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლასა და სამტრედიაში, კერძო სკოლას „ცოდნას“ ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სამხედროებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიზნები, სასწავლო პროგრამები, მიღების პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე, ასევე გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ისტორიები. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად შეხვედრისთვის მომზადებული ვიდეომასალაც წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს კი, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

პროექტი „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას

კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა

კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა

იმედი

ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო

ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო

იმედი

თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში საეჭვო პაკეტის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში საეჭვო პაკეტის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

იმედი