ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔

ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში მოკვდა ცნობილი ძაღლი-სერფერი მეტსახელად შუგარი, რომელიც სერფინგის დიდების დარბაზში შეყვანილი პირველი ძაღლია.

Associated Press-ის ცნობით, ის 16 წლის იყო. შუგარის სიკვდილის მიზეზი კიბო გახდა. „მშვიდობით, ჩემო ძვირფასო. არ მჯერა, რომ ამას ვწერ... ძალიან მომენატრები“, - დაწერა სოციალურ ქსელში ძაღლის პატრონმა, რაიან რასტანმა.

სანამ რასტანი შეიფარებდა, შუგარი მიუსაფარი ძაღლი იყო. სახლის პოვნის შემდეგ მან ძაღლებისთვის განკუთვნილ სერფინგის შეჯიბრებებში დაიწყო მონაწილეობა - ხან პატრონთან ერთად და ხანაც - დამოუკიდებლად. შუგარმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიპოვა.

2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.

„ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ოცნებები სერფერი ძაღლებისთვისაც კი ხდება რეალობა და ისეთი ბიჭებისთვისაც, როგორიც მე ვარ“, - თქვა მაშინ შუგარის პატრონმა.

პლაჟის მიღმა შუგარი ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა ვეტერანებს და მონაწილეობდა მოხალისეობრივ საქმიანობაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია