მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. A$AP Rocky აცხადებს, რომ რიანა ახალ მუსიკაზე მუშაობს
A$AP Rocky აცხადებს, რომ რიანა ახალ მუსიკაზე მუშაობს

A$AP Rocky აცხადებს, რომ რიანა ახალ მუსიკაზე მუშაობს

იმედი|imedinews.ge

რიანას პარტნიორი A$AP Rocky აცხადებს, რომ მომღერალი ახალ მუსიკაზე მუშაობს. „ის ახლა სტუდიაშია“, - განაცხადა რეპერმა ჯეისონ ლის პოდკასტ-ში სტუმრობისას.

პროექტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა A$AP Rocky-მ უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილი ორმაგ ალბომზე მუშაობს.

ბარბადოსელ მომღერალსა და სილამაზის ინდუსტრიის მაგნატს, რომლის ნამდვილი სახელიც რობინ ფენტია, 2016 წლის Anti-ს შემდეგ სრული ალბომი არ გამოუშვია.

„შენ ხარ იმის მიზეზი, ალბომი რომ არ გვაქვს?“ - ჰკითხა პოდკასტის წამყვანმა ჯეისონ ლიმ რეპერს, რომელთანაც რიანას 3 შვილი ჰყავს. რეპერმა ეს უარყო და თქვა, რომ მომღერალი სინამდვილეში ახალ მუსიკაზე მუშაობს.

„ჰო, მე ეს ვთქვი, მაპატიე ძვირფასო“, - თქვა მან და იხუმრა, რომ ამის გამო „შარს გადაეყრებოდა“.

ინტერვიუში სავარაუდო მუსიკის შესახებ სხვა დეტალები თითქმის არ გაჟღერებულა.

გასული წლის თებერვალში რიანამ თქვა, რომ ახალ ალბომთან დაკავშირებით „ძალიან ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი. „მგონია, რომ საბოლოოდ მივაგენი!“ - განუცხადა მან Harper's Bazaar-ის რეპორტიორს.

ბოლო ალბომის შემდეგ რიანამ რამდენიმე სინგლი გამოუშვა. მან ასევე დააფუძნა რამდენიმე ბიზნესი, მათ შორის მისი პოპულარული კოსმეტიკური ხაზი Fenty Beauty და ქალის თეთრეულის კომპანია. Forbes-ის შეფასებით, 38 წლის ვარსკვლავის ქონება მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

იმედი

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

იმედი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

იმედი