მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები

იმედი|imedinews.ge

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული ნებისმიერი მსგავსი ოპერაცია იყო „PR-კლოუნადა“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქამდე არ ჰქონდა არც ძალა და არც სუვერენული სიძლიერე იმისათვის, რომ მსგავსი მასშტაბის გამოწვევებს შესჭიდებოდა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები. სააკაშვილის რეჟიმის დროს, აბსოლუტურად ყველა დაკავება, რომელსაც ასაღებდნენ ჯაშუშების გამოვლენად - იყო კამერების თანდასწრებით ჩატარებული PR-კლოუნადა. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე, მათ მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირები ახლა პარტიის წევრებად და პოლიტიკურ თანამოაზრეებად ჰყავთ. ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონდა არც ძალა და არც სუვერენული სიძლიერე, რომ ამ მასშტაბის პრობლემებს შესჭიდებოდა. მადლობა ყველას, პრემიერ კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს, გიორგი გვარაკიძეს, სულხან თამაზაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენი სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ, კომპლექსური მუშაობით ამ დონემდე მივიდა,“- წერს გია აბაშიძე. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე - გიორგი უძილაური.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი