მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება

აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს მოუწოდებს, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციისთვის შესაბამისი პროცედურების შესრულება დროულად უზრუნველყონ და სარეგისტრაციო საფასური 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, მოცემულ ვადაში სავალდებულოა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის სარეგისტრაციო საფასურის დაფარვა.

აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელი წინაპირობაა, რათა კანდიდატებმა შეძლონ რეგისტრაციის პროცესის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.

რეგისტრაციის პროცესი 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაასრულონ რეგისტრაცია, დააზუსტონ საკუთარი არჩევანი, მათ შორის აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, არ გადადონ პროცესი ბოლო დღემდე და დროულად დაასრულონ რეგისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ დადგენილი ვადების ამოწურვის შემდეგ განცხადებების მიღება აღარ გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი