მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარაში მემთეურებს უფასო სამედიცინო კვლევები უტარდებათ
აჭარაში მემთეურებს უფასო სამედიცინო კვლევები უტარდებათ

აჭარაში მემთეურებს უფასო სამედიცინო კვლევები უტარდებათ

იმედი|imedinews.ge

მთის სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად დაესწრო.

სამედიცინო კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე.

ავადობის კვლევის პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება და დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებითა და დიაგნოსტიკური კვლევებით სარგებლობს. სამედიცინო ბრიგადაში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი და ოფთალმოლოგი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მედიკამენტების პაკეტიც გადაეცემათ.

სერვისი ხელმისაწვდომია მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და 11 მაღალმთიანი სოფლის ამბულატორიაში.

პროგრამას - „აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე მესამე წელია ახორციელებს. მიმდინარე წელს პროგრამის განხორციელებას რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი