მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის ხელოვნების მუზეუმში ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

აჭარის ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება. გამოფენა აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით იმართება.

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, თეონა ზოიძე, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი, იაშა თანდილავა, ხასან ჰელიმიშის შვილი, ნარიმა ჰელიმიში, მხატვრები და მოწვეული სტუმრები.

გამოფენას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე.

მისასალმებელ სიტყვაში კულტურის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხასან ჰელიმიშის გამორჩეულ შემოქმედებით ხელწერასა და მის წვლილზე სახვითი ხელოვნების განვითარებაში. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო ფონდებთან, რათა მხატვრის შემოქმედებას მიეცეს შესაბამისი მაღალპროფესიული შეფასება და საერთაშორისო აღიარება.

ხასან ჰელიმიშის ფერწერა ძირითადად ზღვის თემატიკას ეძღვნება და ასახავს შავი ზღვისპირეთის ტრადიციებს, თევზჭერისა და ნაოსნობის კულტურას. ჰელიმიშის მხატვრული ენა გამოირჩევა ფერთა მდიდარი პალიტრით, ექსპრესიული გამომსახველობითა და დახვეწილი ესთეტიკით. ნამუშევრებში ასახულია ლაზური ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული კულტურის თვითმყოფადი ელემენტები, რაც ნათლად წარმოაჩენს ისტორიულ წარსულს, ტრადიციებსა და კულტურას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ნამუშევრები. გამოფენა 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

იმედი

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე:  სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი