მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გალა-კონცერტს ,,გონიოს ჰანგები“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გალა-კონცერტს ,,გონიოს ჰანგები“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გალა-კონცერტს ,,გონიოს ჰანგები“ დაესწრო

იმედი|imedinews.ge

გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გალა-კონცერტი - ,,გონიოს ჰანგები“ გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „გონიოს ჰანგები“ მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივაა, რომელიც ისტორიულ მემკვიდრეობასა და მუსიკას აერთიანებს, ხელს უწყობს შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას, კულტურული ტურიზმის და კულტურული დიპლომატიის გაძლიერებას;

მისივე თქმით, ფესტივალს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთ სტუმარს უმასპინძლოს.

„ჩვენი მიზანია, გონიო-აფსაროსის ციხეს შევძინოთ ახალი ფუნქციური დატვირთვა და ის კიდევ ერთი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონის აქტიურ, თანამედროვე კულტურულ ცენტრად“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საღამოს განმავლობაში შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები და არიები ქართული ოპერებიდან, საკონცერტო პროგრამა წარადგინეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ, ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმი“ და სხვა ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული ახალი მასშტაბური პროექტის ორგანიზებაში ჩართული იყო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

საღამოს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა

გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა

იმედი

სულხან თამაზაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სულხან თამაზაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

იმედი

ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“ ჩატარდა

ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“ ჩატარდა

იმედი