მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შიდა სასოფლო და ცენტრალური გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების პირობებს, გაზრდის ტურისტული ლოკაციების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მთიანი მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ განვითარებას.

„დღეს მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მოვინახულეთ. ბათუმი–ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის შუახევი-ხულოს მონაკვეთზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია, რაც გადაადგილებას უფრო სწრაფს, უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ასევე, გავეცანით დანისპარაული-მწვანე ტბა-შავი ტბა- გოდერძის უღელტეხილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ხულო–ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს. აღნიშნული პროექტები გააუმჯობესებს ტურისტული ლოკაციების ხელმისაწვდომობას, კომფორტულს გახდის გადაადგილებას, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 69-79-ე კილომეტრზე 13.3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი გზის სრულ განახლებას ითვალისწინებს და მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის.

ზურაბ პატარაძე ასევე გაეცნო დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით მიმდინარე 6.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

აქტიურად გრძელდება ხულო–ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია. ამ ეტაპზე ავტობუსის მოსაცდელებისა და ზედა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას უტარდება. სამუშაოები მიმდინარეობს მეწყრულ მონაკვეთებზეც, სადაც ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების ბურღვა-მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. აღნიშნული გზის განახლება აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით 1.5 საათით შეამცირებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, რეგიონის საავტომობილო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე,აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და შუახევის მერი ომარ ტაკიძე გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს,  სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს

ირაკლი ნადარეიშვილი: CIFTIS-ზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

იმედი

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

იმედი