მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, ქობულეთის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან და ქობულეთის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში, გია ჭყონიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში, ლესელიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო სოფელ გელაურში სკვერის მოწყობასთან ერთად ჩოგბურთის კორტები მოეწყობა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის კომფორტული გარემო შეიქმნას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ისეთი პროექტების განხორციელებაა, რომლებიც ქალაქს ოთხივე სეზონზე კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

ლესელიძის ქუჩაზე, ბიბლიოთეკის მიმდებარედ მოეწყობა სკვერი საბავშვო ატრაქციონებით, მოსასვენებელი სივრცეებითა და საპარკე ინფრასტრუქტურით. ტერიტორიაზე განთავსდება დეკორატიული სკამები, ფანჩატურები და თანამედროვე გარე განათების სისტემები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გელაურშიც. პროექტი ითვალისწინებს ჩოგბურთის კორტების მოწყობას შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პარალელურად კეთილმოეწყობა მიმდებარე სკვერი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მწვანე და რეკრეაციულ სივრცედ ჩამოყალიბდება.

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?BM.GE
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი