მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის პოლიციამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალებით, ერთი ადამიანი დააკავა
აჭარის პოლიციამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალებით, ერთი ადამიანი დააკავა

აჭარის პოლიციამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალებით, ერთი ადამიანი დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეებს ატყუებდა, რომ ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის დაბანდების სანაცვლოდ, მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა.

ბრალდებული, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თერთმეტი დაზარალებულისგან მოტყუებით დაეუფლა 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს, რამაც დიდი ოდენობით - 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კრემლი: ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

კრემლი: ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

იმედი

გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ილაპარაკა

გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ილაპარაკა

იმედი

გივი მიქანაძე: 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი. ამასთანავე, საქართველო, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ინარჩუნებს ტენდენციას, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ისევე მათემატიკისა და კითხვის სფეროში გვაქვს პროგრესი

ნინო წილოსანი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ იმ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ

ნინო წილოსანი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ იმ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ

იმედი