მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე: ნარკოდამოკიდებულების პრევენცია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე: ნარკოდამოკიდებულების პრევენცია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე: ნარკოდამოკიდებულების პრევენცია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნარკოტიკების გამოყენებისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

„ნარკომანია სენია, დაავადებაა და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საზოგადოებრივი გამოწვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მომავალს. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ახალგაზრდები არიან, რადგან ნარკოდამოკიდებულება ანგრევს განათლების, პროფესიული განვითარებისა და სრულფასოვანი ცხოვრების პერსპექტივას. სწორედ ამიტომ ნარკოდამოკიდებულების პრევენცია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ, სიტყვით გამოსვლისას.

შეკრებილებს მიესალმა ბსუ-ს რექტორი - ტიტე აროშიძე, რომელმაც ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პრევენციული აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, კომიტეტის აპარატისა და ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სტუდენტებს დაურიგდათ უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის მიერ საგანგებოდ მომზადებული საინფორმაციო-თემატური ბუკლეტები.

მოხსენებები თემებზე - ,,ნარკოდამოკიდებულება, როგორც ბიო ფსიქოსოციალური დაავადება: უხილავი ზიანი ადამიანიდან საზოგადოებამდე“, „ნარკომანია და ნარკოტიკების სუბკულტურა“, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმები საქართველოში“ , ღონისძიების მონაწილეებმა მოზრდილთა და ზრდასრულთა ფსიქიატრ/ნარკოლოგების, ფსიქოლოგების, ბსუ-ს სტუდენტების - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის პრაქტიკანტებისგან მოისმინეს. გაიმართა დისკუსია.

ღონისძიების შეჯამებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოს 2026 წლის გლობალური მიზანი არსებული თუ ახალი გამოწვევების გამოვლენა და მათზე ინოვაციური რეაგირებაა.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სათანადოდ განხორციელდება ჯგალის წყალმომარაგების პროექტიც

ირაკლი კობახიძე: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება

პრემიერი: არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის, იყავით და გაგეკეთებინათ. არ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ