მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ადიგენის მუნიციპალიტეტში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო

იმედი|imedinews.ge

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სოფელ უტყისუბანში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. პროექტის ძირითადი მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

„სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყო ტურისტული ბილიკები და საზაფხულო მოხალისეობრივი ბანაკები, რამაც ერთობლიობაში რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

პროექტი სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ განხორციელდა, რისთვისაც 1,099,940 ევრო დაიხარჯა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

იმედი

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

იმედი

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი