მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აიათოლა ალი ხამენეი მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს
აიათოლა ალი ხამენეი მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს

აიათოლა ალი ხამენეი მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს

იმედი|imedinews.ge

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს.

ხამენეი, რომელიც ირანს თითქმის 37 წლის განმავლობაში მართავდა, 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა. სწორედ ეს თავდასხმები გახდა მიმდინარე ომის დაწყების მიზეზი.

ალი ხამენეი ისტორიაში მეორე მმართველია, რომელიც მეშჰედშია დაკრძალული. პირველი ნადირ-შაჰი იყო, რომელიც 1747 წელს, 11-წლიანი მმართველობის შემდეგ, მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

დაკრძალვის პროცესია გასულ შაბათს დაიწყო. ოფიციალურმა პირებმა დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაკეტეს ქუჩები, დახურეს საჰაერო სივრცე და შეაჩერეს ყოველდღიური ცხოვრების რიტმი.

ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა, რათა პატივი მიეგოთ ლიდერისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ირანს „რკინის ხელით“ მართავდა და მუდმივ დაპირისპირებაში იმყოფებოდა დასავლეთთან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი