მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

იმედი|imedinews.ge

ლაინერმა Airbus A350-1000 ULR-მა ისტორიაში ავსტრალიიდან ევროპაში პირველი უწყვეტი ფრენა შეასრულა, რა დროსაც ჰაერში 24 საათი და 24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თვითმფრინავმა 23 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი დაფარა, გადაუფრინა ორ ოკეანესა და სამ კონტინენტს. ეკიპაჟმა ორი აისისა და ორი დაისის ნახვა მოასწრო.

ბორტზე მგზავრები არ ყოფილან - მხოლოდ პილოტები, ინჟინრები, Airbus-ისა და ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ის სპეციალისტები. ფრენა პროექტ Project Sunrise-ის ნაწილი გახდა, რომლის მიზანიც მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი რეგულარული პირდაპირი რეისების გაშვებაა.

უკვე 2027 წლიდან Qantas-ი პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს მარშრუტზე სიდნეი - ლონდონი, მოგვიანებით კი სიდნეი - ნიუ-იორკი. ამისთვის შეკვეთილია 12 სპეციალურად მოდიფიცირებული Airbus A350-1000 ULR საწვავის გაზრდილი მარაგით (დამატებითი 20 000-ლიტრიანი ავზით). რეკორდული მანძილის მიუხედავად, სალონში სულ 238 ადგილი იქნება, რათა მგზავრებს თითქმის 20-საათიანი ფრენისას მეტი სივრცე და კომფორტი შეექმნათ.

ამ სატესტო რეისს Flightradar24 სერვისზე 3,6 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს - ონლაინ-მაყურებელთა რაოდენობით ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრენა გახდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი