მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აკაკი ალადაშვილი: ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით
აკაკი ალადაშვილი: ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით

აკაკი ალადაშვილი: ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით

იმედი|imedinews.ge

ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.

მან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე მეტყველებს.

„როგორც აღნიშნეთ, დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სამთავრობო გუნდის, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ყაზახეთის რესპუბლიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.

მოგეხსენებათ, მითუმეტეს ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ ჩრდილოეთით მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას, ასევე ჩვენგან სამხრეთით მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დიდ როლს იძენს დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო 7 ქვეყანას, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, ევროპასთან. ამ ფონზე, ჩვენი როლი დაკავშირებადობის კუთხით და შუა დერეფნის კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ნიშნულზეა და უაღრესად გაძლიერებულია. ეს ვიზიტიც ამას ცხადყოფს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავაღრმაოთ ამ ქვეყნებთან შესაბამისად პოლიტიკური ურთიერთობები, სტრატეგიული ურთიერთობები და შემდეგ უკვე შეგვეძლება საუბარი ეკონომიკაზე, შუა დერეფანზე და დაკავშირებადობაზე. ამიტომ ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და გავამყაროთ ამ ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობები, სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მოიტანს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. შემდეგ უკვე შეგვეძლება ფიქრი ეკონომიკაზე, შუა დერეფანზე, დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ ზრდაზე“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი