მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აკაკი ალადაშვილი შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა
აკაკი ალადაშვილი შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორე მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში დაცული იქნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამის პარალელურად ეფექტური ზომები გატარდება ზიზღის ენისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ერთი მხრივ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორე მხრივ, არ დავუშვათ და სანქციების ქვეშ მოვაქციოთ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ამისკენ ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო დებატების სივრცის გახსნა და მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამმართველო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ზიზღისა და შუღლის ენას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსების შელახვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სამმართველო იმუშავებს პროაქტიულ რეჟიმში და არ იქნება მოქალაქის საჩივარზე დამოკიდებული.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, გარანტები ვიქნებით იმისა, რომ დაცული იქნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ამის გარანტი იქნება თვითონ შსს, სასამართლო. და რაც ყველაზე მთავარია, ამის გარანტი იქნება მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ასე რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანია ასეთი სამმართველოს შექმნა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა. რომელიც დაფუძნებული იყო ზიზღზე, შუღლსა და შეურაცხყოფაზე“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. შსს-ის ცნობით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი