მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალგაზრდობით შეპყრობილ ამერიკელ ბიოჰაკერს აუტოიმუნური დაავადება დაუდგინეს
ახალგაზრდობით შეპყრობილ ამერიკელ ბიოჰაკერს აუტოიმუნური დაავადება დაუდგინეს

ახალგაზრდობით შეპყრობილ ამერიკელ ბიოჰაკერს აუტოიმუნური დაავადება დაუდგინეს

იმედი|imedinews.ge

ამერიკელმა მეწარმემ ბრაიან ჯონსონმა, რომელიც აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ბიოჰაკინგის იდეებს, აღიარა, რომ აუტოიმუნური დაავადება აქვს. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„ცუდი ამბავი №1: აუტოიმუნური დაავადება მაქვს. ჩემი კუჭი საკუთარ თავს ჭამს. ცუდი ამბავი №2: ადამიანების 2-5%-ს ასევე აქვს ეს დაავადება. სავარაუდოდ, უფრო მეტსაც, რადგან ის ფარულად მიმდინარეობს“, - დაწერა მან.

ჯონსონი ახალგაზრდა იყო, როცა გახდა სამი შვილის მამა და ბიზნესის შენება დაიწყო. ეს პერიოდი მისთვის ძალიან სტრესული იყო, რის გამოც წონაში მოიმატა. რამდენიმე წლის შემდეგ ჯონსონი დეპრესიაში ჩავარდა. სწორედ ამ მომენტში დაეწყო მის ორგანიზმში აუტოიმუნური პროცესი, რომელმაც ფარისებრ ჯირკვალზე იქონია გავლენა.

თავდაპირველად მას არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. აუტოიმუნური გასტრიტის დიაგნოზი მას მხოლოდ მაისში დაუსვეს. ეს არის დაავადება, რომელმაც შემდგომში შესაძლოა ანემია და კიბოს განვითარების რისკიც კი გამოიწვიოს.

ჯონსონმა სახელი ცხოვრების უჩვეულო სტილით გაითქვა. გაახალგაზრდავების მიზნით, ის საკუთარ ორგანიზმში თავისი 17 წლის შვილის სისხლს ისხამდა, უცნაურ დიეტებს იცავდა და სახეში ახალგაზრდა დონორების ცხიმის ინიექციებს იკეთებდა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯონსონი უამრავ მკაცრ წესს იცავს და უჩვეულო განრიგით ცხოვრობს - დასაძინებლად ერთსა და იგივე დროს წვება და დღეში დაახლოებით ხუთ საათს მედიტაციას უთმობს, რომელსაც „კონცენტრირებულ ფიქრს“ უწოდებს. ძილის დროს მასზე მიერთებულია სენსორები, რომლებიც უამრავ მაჩვენებელს ზომავს.

მის ჯანმრთელობას ყოველდღიურად ექიმების გუნდი აკვირდება, კაცი ათობით წამალს და საკვებ დანამატს იღებს. ჯონსონი ამბობს, რომ ყველაზე კარგად შესწავლილი ორგანიზმი აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი