
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი: საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა
იმედი|imedinews.ge
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განცხადებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მოსახლეობას შეუძლია, საკუთარი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს.
„მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ამ დროისთვის, მოსახლეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა“, - აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა.
ახმეტის მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა ერთი პოლიტიკური სუბიექტი - ლევან ითიურიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge