
ალენ ბერსე საქართველოზე: როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. როგორც ვიცით, იზოლაცია გამოსავალი არ არის. მე განვაგრძობ ჩართულობას ყველა დონეზე. შედეგი ამ დისკუსიის არსებითი ნაწილია, მან უნდა მოიტანოს ხელშესახები პროგრესი, მხოლოდ ასე შეიძლება წინსვლა
კითხვა, რომელსაც მე უნდა ვუპასუხო და დავსვა, არის, რომელ ნაბიჯს ექნება ყველაზე დიდი გავლენა, - ასე უპასუხა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის, ერიკ-ნიილეს კროსის კრიტიკულ განცხადებას და კითხვას საქართველოსთან მიმართებაში 52-ე მუხლის გამოყენებისა და ახსნა-განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„მარტივი იქნებოდა გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენება მათი შესაძლო შედეგების გათვალისწინების გარეშე. საჭიროა ბალანსის დაცვა, რათა ჩვენი მიზანი იყოს რეალური ცვლილება და პროგრესი და არა მხოლოდ ფორმალური სისწორე. ამავდროულად, რასაც დღეს ვხედავთ, არის ის, რომ საქართველოს ამ სივრცეში არყოფნამ ვითარება არ გააუმჯობესა. ამიტომ ჩნდება კითხვა, როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. როგორც ვიცით, იზოლაცია გამოსავალი არ არის. მე განვაგრძობ ჩართულობას ყველა დონეზე. შედეგი ამ დისკუსიის არსებითი ნაწილია, მან უნდა მოიტანოს ხელშესახები პროგრესი, მხოლოდ ასე შეიძლება წინსვლა“, - განაცხადა ბერსემ.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი საქართველოს კრიტიკული რეზოლუციის მხარდასაჭერად სტრასბურგშია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ხვალ განიხილება.
იმედი
წყარო: imedinews.ge