მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს: სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა - ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას
ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს: სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა - ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას

იმედი|imedinews.ge

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

როგორც ის აღნიშნავს, თბილისში ჩასვლისთანავე ცხადი გახდა ქვეყნებს შორის არსებული გულითადი და ძმური ურთიერთობა.

„თქვენო აღმატებულებავ,

ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი და ჩემი დელეგაციის განსაკუთრებული და თბილი მასპინძლობისათვის. თბილისში ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გულითადი და ძმური ურთიერთობა.

სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა - ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას.

მე ვიყავი განსაკუთრებულად ბედნიერი და ამავე დროს შთაბეჭდილების ქვეშ იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენი ბიზნეს საზოგადოებებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიყვარული აკავშირებთ. ჩემდამი თქვენი კეთილგანწყობა ნათლად იგრძნობოდა კახეთის რეგიონის სილამაზის ჩვენების ჟამს, როდესაც მისი მდიდარი კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და რელიგიური ციხესიმაგრეები გამაცანით.

მაშინ როდესაც, მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობის და ძმური კავშირების შემდგომ გაღრმავებას, ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ განგიახლოთ ჩემი თქვენდამი გულითადი პატივისცემა“, - აღნიშნულია ალექსანდარ ვუჩიჩის წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი