მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სამმართველო შეიქმნას ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ფარგლებში, რომელსაც ასეთი ტიპის საქმეებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს
ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სამმართველო შეიქმნას ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ფარგლებში, რომელსაც ასეთი ტიპის საქმეებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ჩამოყალიბდება ცალკე სამმართველო, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ისეთი ტიპის ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე, რაც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან, ასევე შემთხვევებზე, როდესაც ხდება პიროვნული თავდასხმები, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასა და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში.

„ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასა და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში და არ გადადის წაქეზებაში, სიძულვილის ენის გამოხატვასა და ადამიანის ღირსების შელახვაში, რაც არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობით არ არის დაშვებული, მათ შორის არც ჩვენი კონსტიტუციით არის დაშვებული.

სამმართველოს მიზანს წარმოადგენს ის, რომ საზოგადოებაში იყოს ისეთი გარემო, როდესაც მშვიდ ვითარებაში, ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება სხვადასხვა საკითხის განხილვა და არა ადამიანების პიროვნული თავდასხმა ერთმანეთზე. ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც დაკავშირებული იქნება, როგორც საშტატო რიცხოვნობასთან, ასევე, კონკრეტულ ფუნქციებთან“, - აღნიშნა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ აღნიშნული სამმართველო შესაძლოა შეიქმნას ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ფარგლებში.

„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სამმართველო შეიქმნას ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ფარგლებში, რომელსაც ასეთი ტიპის საქმეებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

მთავარია შევხედოთ იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რის ფარგლებშიც იმუშავებს აღნიშნული სამმართველო. ის საკანონმდებლო ბაზა, რაც დღეს არსებობს და მოქმედებს საქართველოში, სრულ შესაბამისობაშია როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან, თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. ბევრი საქმე წაიღეს ევროპულ სასამართლოში და იქიდან ჩვენ მივიღეთ ის სტანდარტები, რაც ამ მიმართულებით არსებობს“, - განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი