მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის პრეზიდენტთან კარგი საუბარი შედგა. ისეთი შთაბეჭდილებაა და სურვილი, რაც მთავარია, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო განმტკიცდეს, გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას
ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის პრეზიდენტთან კარგი საუბარი შედგა. ისეთი შთაბეჭდილებაა და სურვილი, რაც მთავარია, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო განმტკიცდეს, გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას

იმედი|imedinews.ge

გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები დღეს გადასცა, შესაბამისად, კარტოზია 9-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება.

როგორც კარტოზიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა, გერმანიის პრეზიდენტთან კარგი საუბარი ჰქონდა.

„დღეს შედგა სიგელების გადაცემა. ლოდინმა დიდხანს გასტანა, თითქმის 9 თვე გავიდა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადავეცი პროტოკოლის ხელმძღვანელს იმ სიგელების ასლები, რომლებიც დღეს პრეზიდენტს გადავეცი. ვესაუბრე პრეზიდენტს. არაერთხელ შევხვედრივარ და რამდენჯერმე იყო კიდეც საქართველოში. ვუთხარი, რომ 9 თვე ლოდინი შეიძლება ღირდა კიდეც იმად, რომ გერმანიის პრეზიდენტის ამ ახალ ადგილსამყოფელში პირველი ელჩი ვყოფილიყავი, რომლის აკრედიტაციაც მოხდა. მოგეხსენებათ, გერმანიის პრეზიდენტი გადავიდა სხვა სასახლეში, ვილა ბორსიკში და იქ გაიმართა დღეს სიგელების გადაცემა, ანუ ელჩების აკრედიტაცია. კარგი საუბარი იყო და ისეთი შთაბეჭდილებაა და სურვილი, რაც მთავარია, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო განმტკიცდეს, გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას. ყველასთვის ცნობილია, რომ ევროპაში ყველაზე უფრო მეგობრული საქართველოსადმი და ასევე გერმანიისათვის ყველაზე მეგობრული ქვეყანა კავკასიასა და აღმოსავლეთში საქართველო იყო და ეს არის ჩვენი ურთიერთობის ისტორია. სურვილი ნამდვილად არის, რომ აღორძინდეს და გამოცოცხლდეს ურთიერთობები. იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება“, - აღნიშნა კარტოზიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი

ივანე აბაშიძე: საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მთავარი საკითხი იქნება

ზურაბ პატარაძე: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი