მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს
ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ის ამბობს, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მსგავსი განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ვეტერანებს და ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ. დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან, რომლის საფუძველიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების პატივისცემა.

მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ყოველდღიურად იცავს საკუთარ პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებს, თითოეულ საჯარო შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ბრალდებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას. ამგვარი განცხადებები ასუსტებს საქართველოს პოზიციებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ სივრცეში და დამატებით არგუმენტებს აძლევს მოწინააღმდეგეს.

ეროვნული უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი სამხედროების ღირსება და საქართველოს საერთაშორისო ინტერესები არ შეიძლება გახდეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხისმგებლობა საერთო უნდა იყოს და ყველა სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს ბუნებრივი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კაროლ ნავროცკი: პოლონეთის ინტერესშია, რომ ბანდერას დროშები ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში არ ფრიალებდეს

კაროლ ნავროცკი: პოლონეთის ინტერესშია, რომ ბანდერას დროშები ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში არ ფრიალებდეს

იმედი

ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს

ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს

იმედი

Financial Times: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა შიდა მარაგები შეინარჩუნოს

Financial Times: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა შიდა მარაგები შეინარჩუნოს

იმედი

ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

იმედი