
ალის ვაიდელი: ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ
მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია გერმანიის შენგენის ზონიდან გასვლის საკითხს დააყენებს. ვაიდელი ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ევრო ზონაც უნდა დატოვოს და საკუთარ ვალუტას დაუბრუნდეს. მისი განმარტებით, ორივე ნაბიჯი გერმანიაში ეკონომიკურ ვითარებას გააუმჯობესებს.
„ევროს შემოღებამდე გერმანია გაცილებით უკეთესად იყო უზრუნველყოფილი. ვხედავთ მშრომელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღარიბებას. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა ძლიერი ვალუტით. ევრო კი სუსტდება. ასევე ვხედავთ სამუშაო ადგილების შემცირებას. ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ. შენგენი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი გარე საზღვრები დაცულია“, - მიიჩნევს ვაიდელი.
იმედი
წყარო: imedinews.ge