მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

მისი თქმით, იმ ფაქტით, რომ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა „გერმანული ისტებლიშმენტი ნამდვილად შოკშია“.

„საარჩევნო კამპანიის დროს გონივრულ დაპირებებს იძლეოდნენ ისინი, რომ ჩვენ გვჭირდება მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა და მსგავსი, არჩევნების შემდეგ მოუწიათ ულტრამემარცხენე პარტიებთან, როგორიც არის „სოციალისტები“, კოალიციის ფორმირება. მათ არ შეუძლიათ საკუთარი დაპირებების შესრულება. კონსერვატორები ვართო აცხადებენ და ჩვენს კულტურასა და მემკვიდრეობას ვერ იცავენ. საბოლოოდ ატყუებენ ამომრჩეველს. ამომრჩევლები ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმიტომ, რომ გერმანიაში სიტუაცია უარესდება“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

მისი თქმით, თუ შევადარებთ საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობას, საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება, რასაც გერმანიის შემთხვევაში ვერ ვიტყვით.

„გერმანიაში 2 წელია რეცესია მიმდინარეობს. 0.2 %-ია ზრდა. ეკონომიკური ზრდის სიტუაცია უარესდება. გაგვაჩნია მიგრაციული კრიზისი იმიტომ, რომ „ქრისტიან - დემოკრატებმა“ გაუხსნეს საზღვარი მრავალ მიგრანტს“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

მისი თქმით, უკონტროლო მიგრაციით გაიზარდა დანაშაულის რაოდენობა.

ტომაშ ფროელიხის განმარტებით, ჩამოთვლილი საკითხები გახდა სწორედ იმის მიზეზი, რომ ამომრჩეველმა „ალტერნატივა გერმანიისათვის“ აირჩია.

როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვებით, ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერების ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, რაც შემაშფოთებელი სიგნალია.

„ჩვენ არ გვაინტერესებს მათ რიგებში რა ხდება. ჩვენ ვუპირისპირდებით ყალბ პოლიტიკას. სულელურ პოლიტიკას ვუპირისპირდებით. ჩვენ არ გვჭირდება ვყაროთ მილიონები უკრაინაში, რომ ომი გახანგრძლივდეს. ჩვენ გვჭირდება პატივისცემა გერმანიის მიმართ. მწვანე გარიგება, მიგრაციული პოლიტიკა ანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენს უსაფრთხოებას ძირს უთხრის. ჩვენ ასევე ვუპირისპირდებით ფრიდრიხ მერცის მიერ წარმოებულ ძალიან კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას. ძალიან დიდ ფულს ვდებთ უკრაინაში, რასაც არანაირი შედეგი არ მოაქვს. ეს ომის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ჩვენ არ გვსურს ეს. ჩვენ გვსურს დიპლომატიური სამშვიდობო ინიციატივები. ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. მაგრამ ამ პოლიტიკას ახორციელებენ, მთელ მსოფლიოს ასწავლიან ჭკუას. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ჩვენ არ უნდა ვცხოვრობდეთ პოსტ ცივი ომის დროში. ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი. ჩვენ ამ მსოფლიოში არ ვცხოვრობთ, ჩვენ ახალი ზე-სახელმწიფოები გვყავს - ჩინეთი, „ბრიკსის“ ქვეყნები. ჩვენ არ გვინდა სხვებს ჭკუა ვასწავლოთ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული მიდგომა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, ეს გახლავთ პოლიტიკა, რომელსაც AFD სთავაზობს. გვინდა ფოკუსირება საერთო ინტერესებზე“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 144 სტატია.

  • მარტა კოსის თქმით ევროკავშირის კანდიდატებმა ტრამპის MAGA მოძრაობასთან კავშირი უნდა გაწყვიტონფორმულა
  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“,  რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს