მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალუდა ღუდუშაური: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა
ალუდა ღუდუშაური: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა

ალუდა ღუდუშაური: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა

იმედი|imedinews.ge

ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან უფრო მაღალ ნიშნულზე იყოს ასული, ვიდრე სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტით იყო განსაზღვრული. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა, რადგან ძალიან კარგად გვესმის - ქართველი ხალხი ამერიკელი ხალხის მეგობარია. ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყოს სტრატეგიული, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, იმედისმომცემია ის განცხადებები, რომლებსაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა აკეთებს იმის შესახებ, რომ საქართველოს საკითხი თეთრი სახლის დღის წესრიგში დაბრუნდა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. აქაც გულსატკენია იმ უსამშობლოების რეაქცია. როგორც კი რაიმე კონტურები გამოჩნდება, რომ ამერიკასთან ან ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი, ხედავთ რა რეაქცია მოჰყვება მათი მხრიდან. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არ არსებობს მათთვის წითელი ხაზი. მზად არიან საკუთარი სამშობლოს დაზიანებაზე წავიდნენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი