მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას: შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას: შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას: შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია

იმედი|imedinews.ge

შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა. მისი თქმით, ბუნებრივია და აუცილებელიც, კამათი, დებატები, დისკუსია ეკონომიკასა თუ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ხელისუფლებას, არამც და არამც, არ ექნება დისკუსია სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულზე, ერთიანობასა და ეროვნულობაზე. „ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, რომელსაც საქართველო ჰქვია. ის დიადი დღე, რომელსაც გუშინ აღვნიშნავდით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობას ყოველწუთიერად სჭირდება დაცვა. ჩვენ დღესაც უნდა ვიბრძოლოთ, მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, რომ ქვეყანა მომავალ თაობას მართლაც დამოუკიდებელი დავუტოვოთ. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები ქვეყნის მტრობაზეც კი მიდიან. როგორი სამარცხვინო და ამორალურია, საკუთარ ქვეყანას ედავებოდე და ადანაშაულებდე ათასგვარ სიბინძურეში. ბუნებრივია, მათთან ვერც სიყვარულზე გვექნება საუბარი და ვერც სამშობლოს ერთგულებაზე. მათ ერთი რამ უნდა გაიგონ - ჩვენ არსად, არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ, სადაც არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ღირსება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და კომპრომისზე წავიდეთ ქვეყნის და ხალხის ინტერესების ხარჯზე. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ არეულობას გამოიწვევს და ამით ვინმე ხელისუფლებაში მოვა“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თანამდებობიდან

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსტვ პირველი
  • სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შექმნიდან 3 თვეში უქმდებაBM.GE
  • თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI-საქართველონეტგაზეთი
თანამდებობიდან →

მსგავსი სტატიები

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

იმედი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება