მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: სინამდვილეში ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ერთი ხელმძღვანელის და დირექტივის მიმცემის ხელწერა და როლები არის გადათამაშებული. იქ არავინ არის ახალი შემოქმედებითი პირი
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: სინამდვილეში ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ერთი ხელმძღვანელის და დირექტივის მიმცემის ხელწერა და როლები არის გადათამაშებული. იქ არავინ არის ახალი შემოქმედებითი პირი

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: სინამდვილეში ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ერთი ხელმძღვანელის და დირექტივის მიმცემის ხელწერა და როლები არის გადათამაშებული. იქ არავინ არის ახალი შემოქმედებითი პირი

იმედი|imedinews.ge

ვხედავთ ოპოზიციის ფლანგზე ბაკქანალიას, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს და ძალიან დიდ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის ე.წ. ალიანსში მძიმე მდგომარეობაა.

„სინამდვილეში ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ორკესტრირებული, ერთი ხელმძღვანელის და დირექტივის მიმცემის ხელწერა და იქ როლები არის გადათამაშებული. იქ არავინ არის ახალი შემოქმედებითი პირი, რომელიც სიახლეს სთავაზობს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. იქ არიან ის ადამიანები, ვინც შეიძლება სხვადასხვა როლს ასრულებდნენ ბოროტების მანქანის პირობებში.

ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ საქმე გვაქვს არა ოპოზიციის წარმატება ან წარუმატებლობასთან, საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან, რომელიც შეიძლება, რომ ეგზისტენციალური მნიშვნელობის მატარებელი იყოს, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე, იმ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ.

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და პრინციპულები. კომიკური და ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, თუმცა ეს ადამიანები და მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი არიან ბოროტების მატარებლები და მათთვის სულ ერთია რა ფასად ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას. მათთვის სულ ერთია როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალი, ასევე ჩვენი ქართველი ხალხის ბედ-იღბალი“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი