მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა

იმედი|imedinews.ge

განსაკუთრებით ამაღლების მოვლენის შემდეგ მოციქულებს განუმტკიცდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა, გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა - საღმრთო და კაცობრივი, - განაცხადა სადღესასწაულო მსახურების შემდეგ ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ.

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე უკანასკნელად ესაუბრება თავის მოციქულებს. ეცხადება უკანასკნელად და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიჰყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს მათ და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას.

განსაკუთრებით ამაღლების ამ მოვლენის შემდეგ მათ განუმტკიცდათ, გაუმყარდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა და გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა - საღმრთო და კაცობრივი“, - აღნიშნა პატრიარქმა შიო მესამემ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს, რომელიც 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ქრისტე ზეცად ელეონის მთაზე ამაღლდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება