მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება

იმედი|imedinews.ge

27 აგვისტოს ამბროლაურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი წელს პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ ერთად, ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტია. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

წლევანდელ ღონისძიებას ამბროლაურის აეროპორტი განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება. პატარებისთვის სპეციალური საბავშვო სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, თამაში და გასართობი პროგრამა ელოდებათ.

ღონისძიება მდინარე კრიხულას სანაპიროზე, მახალდიანის ქუჩაზე, 15:00 საათზე დაიწყება. „ფუძეობა 2026“-ის მთავარი გზავნილია - „დაუბრუნდი შენს ფუძეს“. დღესასწაულის მიზანი საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და რაჭის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

ფესტივალის ფარგლებში, 15:00-დან 19:00 საათამდე, სტუმრებს ღვინისა და კვების სივრცეები, ლორის პავილიონი, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცე დახვდებათ.

16:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. 18:00 საათზე კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებსა და სხვადასხვა სფეროში დამსახურებულ მოღვაწეებს დააჯილდოებენ. საღამოს პროგრამა 19:30 საათზე ჯგუფ „ურსას“ კონცერტით , ხოლო 21:00 საათიდან DJ-ის მონაწილეობით გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზურაბ პატარაძე: ყველა სტუდენტს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებას და ინტელექტუალურ რესურსს  მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებას!

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს

იმედი

ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ

ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ

იმედი

დავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა

დავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა

იმედი