მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს. არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში. დღეს ვინ დაუშალათ?
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს. არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში. დღეს ვინ დაუშალათ?

ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს. არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში. დღეს ვინ დაუშალათ?

იმედი|imedinews.ge

პატივი უნდა სცენ უბრალოდ 26 მაისს, არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

სალუქვაძის თქმით, ისინი პროვოკაციებს ვერ ეშვებიან.

„რაც შეეხება 26 მაისს, ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს. ეს არ არის ჯანსაღი საერთოდ, 26 მაისს, 9 აპრილს პოლიტიკური აქციების ჩატარება. 9 აპრილს ჩვენ ერთი მხრივ ვზეიმობთ და მეორე მხრივ, ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და ერთადერთი ვისაც აწყობს ამ დღის დაჩრდილვა, ამ დღეს რაიმე პროვოკაციები, არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც ისურვებდა, რომ საქართველო ყოფილიყო ისევ იმ იმპერიის შემადგენლობაში, რომელიც 1991 წელს დაიშალა. პატივი უნდა სცენ უბრალოდ 26 მაისს. არავინ უშლით მათ 27-ში აქციების ჩატარებას, ან 25-ში. დღეს ვინ დაუშალათ? გამოვიდნენ და ჩაატარონ აქციები, ყოველდღე პროტესტი აქვთ. 26 მაისს ხალხი უნდა გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე. როგორც წესი, სამხედრო ტექნიკა გამოდის, ჯარისკაცები არიან, ბავშვები გამოდიან, ეცნობიან. ასეთი ღონისძიებებია საზეიმო ვითარებაში და ნამდვილად არ არის პოლიტიკური აქციების დრო“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება