მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანდრია ურუშაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატზე: ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი - ქუჩიდან რომ უნდა წამოვიდეს ეს თემა, ამაზე ვინ დავობს?!
ანდრია ურუშაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატზე: ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი - ქუჩიდან რომ უნდა წამოვიდეს ეს თემა, ამაზე ვინ დავობს?!

იმედი|imedinews.ge

რაც მინდა გთხოვოთ, ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი, რომლის პირდაპირი პროფესიული ვალდებულება არაა კონკრეტული დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ დიუშენის სამკურნალო პრეპარატების თემის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს.

ურუშაძის თქმით, არავინ დავობს, რომ ეს თემა ქუჩას უნდა ჩამოშორდეს.

„უნდა გამოვიდეთ ამით [დიუშენის სამკურნალო პრეპარატით] პოლიტიზების და ქულების დაწერის რეჟიმიდან. რაც მინდა გთხოვოთ, ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი, რომლის პირდაპირი პროფესიული ვალდებულება არაა კონკრეტული დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა. იმ სამუშაო გუნდში ვინც იქნება, მოვიწვიოთ ის ექიმები, ადამიანები, ვინც ამ ოჯახებს წარმოადგენენ, მათი მშობლები, ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ, შევქმნათ ეს მუშა ჯგუფი, თუ შექმნილი არ არის ჯერ. გადავულოცოთ ეს თემა იმ ადამიანებს - ექიმებსა და პაციენტებს, რომლებიც სწორ პოზიციას ჩამოაყალიბებენ. ამას რომ დრო, ნდობა, ნდობის აღდგენა სჭირდება და ქუჩიდან რომ უნდა წამოვიდეს ეს თემა, ამაზე ვინ დავობს?!“, - აღნიშნა ურუშაძემ.

მას ჯანდაცვის მინისტრმა შეახსენა, რომ მსგავსი სამუშაო ჯგუფი არსებობს და სამინისტროს შეხვედრები უკვე ჩატარებული აქვს.

„დაახლოებით ათი შეხვედრაა ჩატარებული მშობლებთან, ერთი ან ორი მაგდენია ჩატარებული ნევროლოგებთან, მათ შორის პედიატრიულთან, მოზრდილებთან. მერწმუნეთ, რომ ამხელა ცოდნა საქართველოში, რამდენიც სამინისტროშია მედიკამენტების და დაავადების შესახებ, აბსოლუტურად არსად არაა სხვაგან. გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში სახელმწიფომ უნდა მიიღოს და ვთანხმდებით იმაზეც, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ძვირი უჯდება ამ ქვეყანას. მხოლოდ ემოციაზე, მონაყოლ ისტორიაზე დაყრდნობით ხომ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება?!“, - უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს