
არჩილ ბერიძე: 14 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ძალისხმევით დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. ბრძოლა ადამიანისთვის, მისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის
14 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ძალისხმევით დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ.
ბერიძის თქმით, დაიწყო ბრძოლა ადამიანისთვის, მისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის.
„14 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ძალისხმევით დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. ბრძოლა ადამიანისთვის, მისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის. ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი სხვა მონაპოვრებთან ერთად არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომელიც ქართველმა ერმა, ქართველმა სახელმწიფომ და ჩვენმა ქვეყანამ გაიარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“, - აღნიშნა მან.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამომრჩეველთა ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.
იმედი
წყარო: imedinews.ge