მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!

იმედი|imedinews.ge

ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ! - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

იგი პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსში გასულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც 2022 წელს მომხდარ ფაქტს ეხება.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!

ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვნების ახალ შემადგენლობას გადასცა, რომლებმაც პირწმინდად გაწმინდეს და გაასუფთავეს ეს პრობლემები, კორუფციაზე უმაღლესი თანამდებობის პირები დააკავეს და ისიც ფაქტია, რომ არც ის პოლიციელები დაინდვეს, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!

რაც შეეხება ინფორმაციის დამალვას, რომ დანაშაულში მხილებული პირები დაკავებულები არიან, სწორედ ეს არის მავნებლობა და ინფორმაციული ძალადობა ადამიანებზე. ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ დღეს დებატებში იმედზე!“, - წერს არჩილ გორდულაძე.

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.

ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი