მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: ევრო სტრუქტურების მიმართ სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იზრდება
არჩილ გორდულაძე: ევრო სტრუქტურების მიმართ სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იზრდება

არჩილ გორდულაძე: ევრო სტრუქტურების მიმართ სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იზრდება

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევრო ბიუროკრატებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამიტომაც არის, რომ მაგალითად გერმანიაში ძლიერდებიან ის ძალები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ წარმატებასაც მიაღწიეს.

„ამიტომაც არის, რომ მაგალითად გერმანიაში ძლიერდებიან ის ძალები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ წარმატებასაც მიაღწიეს. რომლებიც ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ხალხის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. ვხედავთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აზიანებს მათ ეკონომიკურ სურვილებს და ინტერესებსაც.

ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“ არ იყოს, არ არიან არც თანმიმდევრულები, არც დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებში და ყოველთვის ცდილობენ, რომ რაც არის კონკრეტულ მოცემულობაში კონკრეტული მიზანი, იმ კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე იმსჯელონ და საერთოდ არ აინტერესებთ თავიანთი საზოგადოება. ამიტომაც არის, რომ სკეპტიციზმი ევრო სტრუქტურების მიმართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იზრდება.

ისლანდიის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც წევრობაზე კი არა მოლაპარაკებების განახლებაზეც კი უარი თქვა მოსახლეობამ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • ევროკავშირი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე შეთანხმდაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებები განიხილა

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა

იმედი

თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს განხორციელებული აქვს 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. 2012 წელს თუ გვყავდა 8 ათასი მეზღვაური, დღეს უკვე 21 ათასი მეზღვაური გვყავს, რაც ნათლად აჩვენებს ზრდის ტენდენციას

თამარ იოსელიანი: ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა

თამარ იოსელიანი: ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა

იმედი