მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა
არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა

არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა

იმედი|imedinews.ge

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არაერთხელ იყო კომუნიკაცია, მათ შორის დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ერთი განსაკუთრებით ამბობდა, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ამიტომაც საქართველოს პარლამენტის ქმედება, მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, არის ხელისუფლების რეაქცია და არა ინიციატივა.

“გრანტების შესახებ კანონში ორჯერ განხორციელდა ცვლილება, რომელიც ავალდებულებს გრანტის გამცემს, რომ შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან გრანტის გაცემა, ერთ-ერთმა საელჩომ გრანტი ისე გასცა, რომ თანხმობისთვის არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის, იმიტომ რომ უნდოდა, გვერდი აევლო ამ ყველაფრისთვის. მეორე საკითხი, მაგალითად, იმისთვის, რომ “ფარას” კანონიდან გაქცეულიყვნენ, ევროკავშირის ფონდი შექმნეს, ამ ფონდიდან აფინანსებდნენ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც თანხების დივერსიფიცირებას ახდენდა. მაგალითად, წამების მსხვერპლი ადამიანების მხარდამჭერი პროგრამა იყო და შემდეგ ამ ფულს აძლევდნენ ზიბზიბაძეს, რომელიც არის “ფრაკლინის კლუბის” დამფუძნებელი”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი