მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე გიორგი დავითაძის განცხადების გარშემო მიმდინარე კამპანიაზე: საერთოდ როგორ ბედავენ მწამებლური სისტემის, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ხსენებასაც კი! ეს ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის და ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდისა და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
არჩილ გორდულაძე გიორგი დავითაძის განცხადების გარშემო მიმდინარე კამპანიაზე: საერთოდ როგორ ბედავენ მწამებლური სისტემის, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ხსენებასაც კი! ეს ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის და ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდისა და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტია „დროას“ მიერ აქციის ორგანიზების ფაქტს გამოეხმაურა.

„საერთოდ როგორ ბედავენ სისტემური და სისტემატური, მწამებლური სისტემის შემქმნელები, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ზოგადად, ხსენებასაც კი! ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და ისევ და ისევ ეს შეფასება, ჩემს მიერ ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს აქვს გაცხადებული.

კონკრეტული ადამიანი ამ უმძიმეს ბრალდებას აჟღერებს, რასთან დაკავშირებითაც შესწავლა განხორციელდა როგორც სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მხრიდან, ასევე შესაბამისი სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან და არ დადასტურდა ასეთი ფაქტი. შემდეგ ეს ყველაფერი ინფორმაცია გაჟღერდა, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, როდესაც საია-მ კვლევა გამოაქვეყნა და მიმართვა გავრცელდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს შემდეგ აჰყვა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათი წევრები, მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები და მათი მართული მედია. ეს ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის დასაზიანებლად და ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდისა და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად.

იმავეს აკეთებდნენ წარსულში, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ორ უმძიმეს განუკურნებელ სენს ებრძოდა და შემდეგ განიკურნა. ზუსტად ამ ოპერიდან არის ასეთი ბრალდებები“, - აღნიშნა გორდულაძემ.

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტია „დროას“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალის“, „ლელოს“ და „დროას“ წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ.

უწყებამ გუშინ გაავრცელა ვიდეო მასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.

გიორგი დავითაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა ტარებას ედავებოდნენ, საქმეზე განაჩენი უკვე დამდგარია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

იმედი

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

იმედი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი: საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი: საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა

იმედი