მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის
არჩილ გორდულაძე: კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის

არჩილ გორდულაძე: კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის

იმედი|imedinews.ge

კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, ნებისმიერი ცვლილებით ამ ქვეყნის ავის მოსურნეს იოტისოდენა სურვილიც არ გაუჩნდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამოაყირაოს.

„არ შეიძლება ცხოვრების გაგრძელება ისე, როცა ერთმანეთს ადამიანები არ ესაუბრებიან. ამ არსაუბრის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის, რომ თუნდაც სოციალურ ქსელში იქნება თუ საჯარო სივრცეში, ერთმანეთის ლანძღვა-გინება მიმდინარეობს, არავითარი აზრის პატივისცემა არ ხდება. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებული ადამიანები რომ არ იყვნენ აბსურდში, დამერწმუნეთ, რომ ერთმანეთის ლანძღვა გინებით არ იქნებოდნენ დაკავებულები.

როდესაც 4 წელიწადში 5-ჯერ გარედან მართული, დაფინანსებული და დაორგანიზებული გადატრიალების მცდელობები გაქვს და როცა ყოველდღიურად შენი, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლის მთავარი ვალდებულებაა, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს, მთელ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია სხვა გამოწვევებზე საკმარისი ყურადღება ვერ გქონდეს მიპყრობილი, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ჩვენი გუნდის ერთად დგომით, ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ არა თუ იმ საკითხზე, რომელ სანგარში ვიყოთ ახლა და ერთმანეთს რომელი ტყვია-წამალი მივაწოდოთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი