მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე მოსამართლე ხუჭუაზე: დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით
არჩილ გორდულაძე მოსამართლე ხუჭუაზე: დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით

არჩილ გორდულაძე მოსამართლე ხუჭუაზე: დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატმა მოსამართლის კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა და აღნიშნა, რომ მოსამართლის მეუღლე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია, რომელიც პირდაპირ თავის პოზიციას აფიქსირებს, რის გამოც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძვლებს იძლევა.

„დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვის წინ იგი არ დაარღვევდა ორგანულ კანონს, არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული უბრალოდ ნორმების არცოდნაში. სადაც ეს ნორმები არ იცის ბატონმა ხუჭუამ, მაშინ რა გარანტიაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იცის ზედმიწევნით?

ბატონმა ხუჭუამ რომ საქართველოს კონსტიტუცია არ იცის და არც საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. როგორც ჩანს, არც ბანგალორის პრინციპები გაუგია ბატონ მოსამართლეს და არც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტები, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეს შეუძლია საუბარი თავისი გადაწყვეტილებებით.

ის არ არის პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებებით იყოს წარმოჩენილი საზოგადოებაში, მაგრამ არახალია, რომ მოსამართლე ხუჭუა დადის სხვადასხვა ტელეეთერში, სხვადასხვა მედიებთან აქვს კომუნიკაცია, რაც პირდაპირი დარღვევაა იმ ფუძემდებლური პრინციპის, რომელიც ბანგალორის პრინციპებით არის ცნობილი. ჩათვალეთ, რომ დაახლოებით ჰიპოკრატეს ფიცი რომ დაარღვიოს ექიმმა, ასეთ დარღვევას ვხედავთ ბატონი ხუჭუასგან“, - განაცხადა გორდულაძემ.

ჰიპოთეზურ დაშვებაზე დაფუძნებული და პოლიტიკური ნიშნით გაჯერებული სარჩელი - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. მოსამართლე იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის გამოყენებაც მის განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებში არ უწევდა.

საქმე ეხება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების გამკაცრებულ კანონმდებლობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

იმედი