მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც. მას წესით საქართველოსთან მიმართებით სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს, სანამ საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის
არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც. მას წესით საქართველოსთან მიმართებით სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს, სანამ საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის

იმედი|imedinews.ge

მას წესით საქართველოსთან მიმართებით სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს, სანამ საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის.

მისი თქმით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები დეზინფორმაციული ხასიათისაა და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ცრუ კამპანიის წარმოებას უკავშირდება.

„მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც. მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით, საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქალბატონი, მაგალითად, 2025 წლის 4 ოქტომბერს ამბობდა, რომ ეს იყო ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატვის ჩახშობა და ახლა 22-ზე მეტი ადამიანი აღიარებს, რომ ისინი იყვნენ ჩართულები ორგანიზებულ დანაშაულში, რომლის მიზანიც იყო, რომ ხელში ჩაეგდოთ სტრატეგიული ობიექტი, პრეზიდენტის სასახლე. მაშინ როდის იტყუებოდა ეს ქალბატონი, როდესაც წარსულში საუბრობდა, თუ ის ადამიანები არიან სიცრუეში შეყვანილები, რომლებიც აღიარებენ საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე ევროპარლამენტში კენჭისყრა დღეს გაიმართება. საქართველოს შესახებ დოკუმენტი მათ შორის მოიცავს სანქციებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი