მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: როდესაც ჩვენი ქვეყანა არის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ქვეშ, როდესაც ყველას აქვს ინტერესი ქვეყანაში აირიოს მდგომარეობა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშაონ
არჩილ გორდულაძე: როდესაც ჩვენი ქვეყანა არის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ქვეშ, როდესაც ყველას აქვს ინტერესი ქვეყანაში აირიოს მდგომარეობა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშაონ

იმედი|imedinews.ge

მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა არის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ქვეშ, როდესაც ყველას აქვს განსაკუთრებული ინტერესი ჩვენს ქვეყანაში აირიოს მდგომარეობა, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშაონ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გასულ კვირაში განხორციელებულ საკადრო სიახლეების შეფასებისას.

მისივე თქმით, აღნიშნული კოორდინაცია კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში იქნება გადასული მამუკა მდინარაძის ჩართულობის შემთხვევაში.

„მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა არის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ქვეშ, როდესაც ყველას აქვს განსაკუთრებული ინტერესი ჩვენს ქვეყანაში აირიოს მდგომარეობა, გაუარესდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალური გარემო და არა მხოლოდ, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშაონ, ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც მათმა კოორდინაციამ შესაძლებელი გახადა თავიდან აცილებულიყო ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა. აღნიშნული კოორდინაცია თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში იქნება გადასული მამუკა მდინარაძის ასეულობით შემთხვევაში“, - აღნიშნა გორდულაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებებს. პროექტის დამტკიცების შემდეგ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა კი უკვე შევიდა ბიუროს სხდომაზე და საკითხზე კენჭისყრა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი