მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის იუბილე აღნიშნეს
აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის იუბილე აღნიშნეს

აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის იუბილე აღნიშნეს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან საზეიმოდ აღინიშნა. მოეწყო ტრადიციული ამერიკული სტილის პიკნიკი. სტუმრებს ბარბექიუ, ცოცხალი მუსიკა და გასართობი აქტივობები დახვდათ. ღონისძიება საელჩომ ამერიკის სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით აღნიშნა, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბიზნესასოციაციაა. ის 270-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს. შესრულდა საქართველოს და ამერიკის ჰიმნები.

„პირველ რიგში, მსურს მივულოცო ამერიკის სავაჭრო პალატას საელჩოში ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, ისევე როგორც სავაჭრო პალატის წევრებთან, რათა გაძლიერდეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები. ბიზნესი მხოლოდ ერთი სფეროა, სადაც ამერიკელებმა და ქართველებმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ შექმნეს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც თავად შეიტანეს წვლილი ამ თანამშრომლობაში სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დღეს აქ თავიანთ ოჯახებთან არიან, რათა სადღესასწაულო ატმოსფეროთი დატკბნენ. ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიულ დღეს მათთან ერთად აღვნიშნავ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი