
აშშ-ის სახელმწიფო ვალი 10 წელზე ნაკლებ დროში გაორმაგდა და 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა
იმედი|imedinews.ge
ოთხშაბათს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა. ამ თანხაში შედის მოქალაქეების მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდები 32,266 ტრილიონი დოლარის ოდენობით, ასევე უწყებათაშორისი დავალიანება 7,78 ტრილიონის ოდენობით.
ამრიგად, 10 წელზე ნაკლებ დროში შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი გაორმაგდა - დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ის 19,95 ტრილიონს შეადგენდა. ამ გაორმაგების მესამედი ორ „კოვიდურ“ წელზე მოდის.
გასულ კვირას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის ისტორიაში სიდიდით მეოთხე თვიური ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ განაცხადა - ივლისში მან 432 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge