მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სენატმა იშვიათი ორპარტიული მხარდაჭერით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, ასევე ირანის მიმართ უკვე არსებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინიციატივის მიზანია, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ორივე ქვეყანაზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს.

კანონპროექტი მისი თანაავტორის, გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის სახელს ატარებს. დოკუმენტი უკვე წელიწადზე მეტია ორივე პარტიის წარმომადგენლების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, როგორც უკრაინაში ომის გამო რუსეთის დამატებით სადამსჯელო მექანიზმი.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტის ერთ-ერთ ვერსიას მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაუჭირა მხარი და მოითხოვა, რომ მასში ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაც შესულიყო.

პროცედურულ კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12 წავიდა.

კანონპროექტის მიხედვით, სანქციები შეეხება რუსეთის ოფიციალურ პირებს, ოლიგარქებს, მათი ოჯახის წევრებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებების მხარდამჭერ სხვა პირებს, ასევე ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს - გემების ფარულ ქსელს, რომელსაც მოსკოვი ნედლი ნავთობის გადასაზიდად და სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს.

დოკუმენტი ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლებას აძლევს მიზნობრივი ტარიფები დააწესოს იმ ხუთი უმსხვილესი ქვეყნის იმპორტზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი მყიდველები არიან, მათ შორის ჩინეთზე, ასევე იმ ხუთი ქვეყნის მიმართ, რომლებიც რუსეთს ნავთობის სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

კანონპროექტში დამატებული ახალი დებულება ირანის საფინანსო და შეიარაღების ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების მოქმედებასაც ახანგრძლივებს. აღნიშნული სასანქციო მექანიზმი 1996 წელს ამოქმედდა და მისი ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →ირანის →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

იმედი