მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ს ჩინეთის ათეულობით უნივერსიტეტების წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული - პოლიტიკური ხრიკი, რომლის მეშვეობითაც აშშ მეცნიერებას გეოპოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით იყენებს
აშშ-ს ჩინეთის ათეულობით უნივერსიტეტების წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული - პოლიტიკური ხრიკი, რომლის მეშვეობითაც აშშ მეცნიერებას გეოპოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით იყენებს

აშშ-ს ჩინეთის ათეულობით უნივერსიტეტების წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული - პოლიტიკური ხრიკი, რომლის მეშვეობითაც აშშ მეცნიერებას გეოპოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით იყენებს

იმედი|imedinews.ge

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევითი უსაფრთხოების ოფისის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება ჩინეთის უნივერსიტეტების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულია ჩინეთის ოცამდე უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ან სამეცნიერო-კვლევით ცენტრი. დასანქცირებულთა შორის არიან სიჩუანის უნივერსიტეტი, ჩინეთის ელექტრონული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, პეკინის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის უნივერსიტეტი, ჩინეთის საინჟინრო ფიზიკის აკადემია და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტები და კვლევითი ორგანიზაციები წარმოადგენენ იმ დაწესებულებების მაგალითებს, რომლებიც შეტანილია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) მიერ წარმოებულ Entity List-ში.

ეს სია მოიცავს ფიზიკურ პირებს, კომპანიებს, კვლევით ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, შვილობილ და დაკავშირებულ ორგანიზაციებს.

სანქცირებულ მხარეებთან ისეთი საქონლის ექსპორტის, რეექსპორტის ან სხვა სახის ტრანზაქციის განხორციელებისთვის, რომლებიც ექვემდებარება აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრირების რეგულაციებს (EAR), დიდი ალბათობით საჭირო იქნება სპეციალური საექსპორტო ლიცენზია ან მთავრობის სხვა სახის ნებართვა.

როგორც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევითი უსაფრთხოების ოფისი განმარტავს, აღნიშნული სია სრული არ არის და აშშ-ის მთავრობა მას პერიოდულად აახლებს.

აღსანიშნავია, რომ ათეულობით ჩინური უნივერსიტეტი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს ე.წ. Unverified List-შიც ჰყავს შეყვანილი. ამ სიაში მოხვედრილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ შესაძლოა მოითხოვოს საექსპორტო ლიცენზია ან მთავრობის დამატებითი ნებართვა.

Unverified List-ში მყოფი ორგანიზაციები, როგორც წესი, გარკვეულ სფეროებში ნაკლებად მკაცრ კონტროლს ექვემდებარებიან, ვიდრე Entity List-ში შეტანილი დაწესებულებები.

Unverified List-ში აშშ-ს ჰყავს შეყვანილი ანჰოის მეტროლოგიის ინსტიტუტი, შანხაის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი, გუანდუნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ნანჩანის უნივერსიტეტი და ა.შ.

ჩინელი ჟურნალისტის ამანდა ის განცხადებით, პენტაგონი ამტკიცებს, რომ აღნიშნული უნივერსიტეტები ჩინეთის არმიასთან არიან კავშირში და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ კვლევებს შესაძლოა უკანონოდ იყენებდნენ.

ჩინური მხარის მტკიცებით, ეს არის პოლიტიკური ხრიკი, რომლის მეშვეობითაც აშშ მეცნიერებას გეოპოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით იყენებს.

ჟურნალისტის თქმით, ჩინეთი სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიურ სფეროში და აშშ-ს და ევროპას ამ მიმართულებით უსწრებს. ქვეყანა მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგია, კოსმოსური ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაცია.

„აღნიშნული სანქციები არის კიდევ ერთი გზა, რომლითაც შეერთებული შტატები ჩინეთის დაჩოქებას ცდილობს, თუმცა სინამდვილეში ისინი საკუთარ ფეხში ისვრიან“, - განაცხადა იმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

იმედი

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

იმედი

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი