მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ში ჰიპოალერგიული ძაღლები გამოიყვანეს🐕
აშშ-ში ჰიპოალერგიული ძაღლები გამოიყვანეს🐕

აშშ-ში ჰიპოალერგიული ძაღლები გამოიყვანეს🐕

იმედი|imedinews.ge

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Kindred Companion Sciences ისტორიაში პირველად ჰიპოალერგიული ძაღლები გამოყვანა. მეცნიერებმა მათი გენომი დაარედაქტირეს.

The Guardian-ის ცნობით, კომპანიამ ცხოველის დნმ-იდან ამოიღო ძირითადი ალერგენი, რომლის მატარებლებიც ძაღლები არიან. ამის შემდეგ დარედაქტირებული გენი გადაიტანეს კვერცხუჯრედებში, რომლებიც სუროგატ დედას - ბიგლს ჩაუსვეს. შედეგად, მან 2024 წლის სექტემბერში ორი ჯანმრთელი ძუ ლეკვი შობა. მათ ალფი და ბეილი დაარქვეს.

Kindred Companion Sciences-ში აცხადებენ, რომ გენომის რედაქტირებას ძაღლების განვითარებაზე არანაირად არ უმოქმედია. მეცნიერებს კიდევ სჭირდებათ გენეტიკური მოდიფიკაციის გრძელვადიანი შედეგების მეთვალყურეობა.

აღინიშნება, რომ ყველა ძაღლს აქვს ერთი და იგივე ალერგიის გამომწვევი გენი, რომელიც ალფის და ბეილის დნმ-იდან ამოღებულია. კომპანია იმედოვნებს, რომ მეთოდიკას სხვა ძაღლებზეც გამოცდის, რათა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა ახალი ჰიპოალერგიული ჯიშების გამოყვანას.

ჰიპოალერგიული ბიგლების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. Kindred Companion Sciences-ის მიერ განხორციელებული გენეტიკური ცვლილებები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) ჯერ არ დაუმტკიცებია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი

თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა და საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებასა და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, დისკრედიტაციას ემსახურება

ლევან მაჭავარიანი: ძალიან დროული იყო გამოძიების დაწყება, ვინაიდან ორკესტრირებულად ვითარდება ეს ყველაფერი. თითქოს საქართველო არის ძალიან საშიში ქვეყანა, თითქოს რუს ტურისტებს ტყეში იტაცებენ და ათას ზღაპარს იგონებენ, რომელიც არა მხოლოდ იმაზეა გამიზნული, რომ რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ საქართველოში, არამედ ზოგადად რომ შიში დათესონ

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნუგზარ კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნუგზარ კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო

იმედი