
აშშ-ში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
იმედი|imedinews.ge
ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
სროლა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტში სავარაუდოდ ერთზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. დაკავებულია ერთ-ერთი ეჭვმიტანილი. ის 19 წლისაა. პოლიციას მისი მოტივების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge